четверг, 23 июня 2016 г.

ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება" რეფლექსია.


ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით  ინტელის ძირითად კურსს, კურსის მიზანსა  და პროექტებით სწავლების დამატებით რესურსებს:

ა) 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები;
ბ) ფაილების შექმნა, გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით პორტფოლიოში;
გ) პორტფოლიოს ჩეკლისტისა და პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა;
დ) პროექტებით სწავლების ძირითადი აქტივობები.

 პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, რაც მოსწავლეებში ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 

განვიხილეთ სასწავლო პროცესების დაგეგმვა, გავეცანით პროექტის მახასიათებლებს ჩეკლისტის სახით და ვიმუშავეთ ბროშურების დამზადებაზე. 

        გავეცანით  კვლევის მიმოხილვის მიმდინარე შეფასებებსა  და მიზანმიმართულ  დავალებებს .პროექტზე დაფუძნებული  სწავლისა, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელი.   განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, სასწავლო მიზნები და პორტფოლიოს რუბრიკა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ნათლად გაეცნონ პროექტის მოლოდინებს.
               ტრენინგზე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე და გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს და დავსახეთ სასწავლო მიზნები.
სტანდარტებისა და უნარ–ჩვევების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის მიზნები.
     გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. გავეცანით პროექტის პრეზენტაციის მონახაზის შექმნასა და პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადებას,  ბლოგის მომზადებას.
         ვიმსჯელეთ,ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიასა და საავტორო უფლებებზე., ინტერნეტიდან მოძიებული მასალების ლინკების  შენახვაზე.
 განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. 
       ტრენინგის მეექვსე მოდულში  გავეცანით შეფასების რუბრიკებს, ვიმსჯელეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნიმუშები. ნაშრომები დავათვლიერეთ, გავუკეთეთ კომენტარები... ანუ შევქმენით მოსწავლეებისთვის დამხმარე მასალა, რომლის დახმარებითაც მათ შეეძლებათ მარტივად გაართვან თავი სამუშაოს. ასევე განვიხილეთ ნიჭიერი მოსწავლეები როგორ  შეიძლება დავასაქმოთ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. ამით ნიჭიერ მოწავლეებს მიეცემათ შანსი უკეთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები და შემოქმედებითი მხარე.